ისტორიული გამარჯვება ევრობასკეტზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე პირველი გამარჯვება იზეიმა, ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი თურქეთი
ორი ოვერტაიმის შემდეგ 88:83 დაამარცხეს.
ორივე გუნდის შემდგენლობაში საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა და 12 მოხსნა განახორციელა. ტედ მაკფადენმა 17 ქულა ჩააგდო, შერმადინმა და ანდრონიკაშვილმა კი 15-15 ქულა მიითვალეს. შეხვედრა დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა, მეოთხე მეოთხედში დუდა სანაძესა და კორკმაზს შორის შელაპარაკების გამო მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა, შედეგად ორივე კალათბურთელი გააძევეს.
მატჩის მიწურულს კი მთავარმა მსაჯმა მოედნიდან თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გააძევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ გასახდელში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ჰაკან დემირის განცხადებით, გასახდელისკენ მიმავალ გზაზე თურქ კალათბურთელებს თავს დაესხნენ ქართველი მოთამაშეები და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ თემაზე ქართული მხარე კომენტარს დღის განმავლობაში გააკეთებს.