28 აგვისტო 2026,   23:23
ვრცლად
საპილოტე პროექტის ფარგლებში პირველი ავარიული კორპუსის სადემონტაჟო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა ავარიული კორპუსების პროგრამაზე ისაუბრა - მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძისგან ცნობილი გახდა, რომ ერთ პროექტზე სატენდერო პროცედურა დასრულებულია.

პროგრამის პირველი მონაწილე სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობაა. უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, ამასთანა კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია აღნიშნული საპილოტე პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს.

"გვაქვს კარგი სიახლე იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი და ვაჭრობის შედეგად ფასმა დაიკლო 260 ათასი ლარით.

ვაჭრობაში მინიმალური ფასი დააფიქსირა – შპს "ბი ქეი ქონსთრაქშენმა" და ის არის გამარჯვებული. გამოცხადებული ფასი იყო – 6,480,330.00 ლარი. შემოთავაზებული ფასია – 6,199,330.00 ლარი. სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბერში. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე გაყვანილი ჰყავს ქირით," – განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები