03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
მერიის ტესტირების შედეგად 290 კანდიდატი ჩაიჭრა

მერიის მოხელეთა ატესტაციის შედეგები ცნობილია.  ტესტირება 486 ადამიანიდან მხოლოდ 196-მა დაძლია, დანარჩენი 290 მონაწილე კი ჩაიჭრა.

სულ კი ტესტირებაში მონაწილეობა მერიის 563 თანამშრომელს უნდა მიეღო. თუმცა, ნაწილი - 77 აპლიკანტი გამოცდაზე არ გამოცხადდა.

ტესტირების შემდეგ ატესტაციაგავლილმა 196 კანდიდატმა გასაუბრება უნდა გაიაროს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიღებული შედეგით უკმაყოფილია. მაია მიმინოშვილის განცხადებით, ბარიერის გადალახვა მცირე ნაწილმა შეძლო.

ტესტირების შემდეგ კანდიდატებმა ჟურნალისტებთან არაერთგვაროვანი შეფასებები გააკეთეს. ნაწილი ფიქრობს, რომ ტესტები ძალიან რთული იყო, ბარიერი კი მაღალი.

მერიაში მოხელეთა ატესტაციის პროცესის მიმდინარეობას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„ტესტების ჩაბარება დავით ნარმანიასთან დაახლოებულმა პირებმა მოახერხეს, ხოლო ტესტირების ბარიერი შეგნებულად იყო გაზრდილი უმაღლეს ნიშნულამდე,“ - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

ატესტაციის მიმდინარეობის პროცესს დავით ნარმანიაც გამოეხმაურა. დედაქალაქის მერი ფიქრობს, რომ პროცესი მშვიდად და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები