უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამის შემუშავებაზე ასოციაცია "ერთად ახალი სიცოცხლისთვის" სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციას იწყებს. ინიციატორების განმარტებით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რეპროდუქციის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე, წარადგინეს გზამკვლევი, სადაც უნაყოფობის მკურნალობის ეტაპები დეტალურად არის აღწერილი.