01 მაისი 2024,   12:36
ვრცლად
აზერბაიჯანს არ სურს ომი და ამავდროულად, ნურავინ დაგველაპარაკება ულტიმატუმის ენით - ალიევი

"ანუ ჩვენს წინააღმდეგ ომი გრძელდება, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. შეგვიძლია ეს დავუშვათ? - არასოდეს," - აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე მზადაა და პასუხისმგებლობით ეკიდება დელიმიტაციის კომისიების მუშაობას – აზერბაიჯანულ-სომხური კომისიების მუშაობას.

ალიევის განცხადებით, მათ არ სურთ ომი და, ამავდროულად, ულტიმატუმის ენით ნურავინ დაელაპარაკება აზერბაიჯანს. 

"ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ სომხეთი, უარი თქვას ამ ბინძურ ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებს. შედეგად, როდესაც 13 სექტემბერს ჩვენს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერს კვლავ უკუაგდო. იმედი მაქვს, ეს მათ საბოლოოდ გაკვეთილად გამოდგება, რადგან დარწმუნდნენ, რომ არავინ და არაფერი შეგვაჩერებს. ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვიცავთ მას.

ჯერ ერთი, საზღვარი რომ იყო იქ, სადაც ამბობენ, შექმნიდნენ სასაზღვრო ხაზებს, კომუნიკაციებს და განახორციელებდნენ საინჟინრო სამუშაოებს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მთელი ყარაბაღი და ზანგეზური მათ დარჩებოდათ. ამიტომ მათ არანაირი სამუშაო არ გაუკეთებიათ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ჩვენი საზღვრის დელიმიტაციის გარეშე ვერავინ იტყვის, სად გადის ის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და პასუხისმგებლობით ვეკიდებით დელიმიტაციის კომისიების მუშაობას – აზერბაიჯანულ-სომხური კომისიების მუშაობას.

ჩვენ არ გვსურს და არ გვსურდა ომი. ამიტომ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თითქმის 30 წელი. მაგრამ თუ მტერი ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციებს ჩაიდენს, ჩვენ ღირსეულ პასუხს გავცემთ. დღეს სომხეთი კარგად უნდა დაფიქრდეს. ულტიმატუმის ენით ნურავინ დაგველაპარაკება და არავის იმედი არ ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის ხელს. ჩვენ შევძელით მთელ მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რისი უნარი გვაქვს, ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი მიწები სამხედრო გზით და ვამაყობთ ამით," - განაცხადა ალიევმა.

დღის ამბები