03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
ვინ მოგვიტანს წერილს ან ამანათს?

ვინ მიუტანს მომხმარებელს წერილს ან ამანათს? ეს კითხვა აქტუალური გახდა ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც 20 კილოგრამამდე ამანათების და 100 გრამამდე წერილობითი გზავნილების გადაზიდვას მთლიანად საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

მსხვილი გადამზიდავები, რომლებიც საქართველოში 20 წელზე მეტია, მუშაობენ, ეკონომიკის სამინისტროს დაუპირისპირდნენ და ფინანსური უწყება გადაზიდვების მონოპოლიზებაში დაადანაშაულეს.

საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანიებმა პროტესტის ნიშნად გასულ კვირას ერთი დღით მუშაობაც შეწყვიტეს.

საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს ფოსტის მონოპოლიზებაში პრემიერ მინისტრსა და მის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს ადანაშაულებს. ირმა ნადირაშვილმა დანაშაულებრივი სქემაც გამოაქვეყნა.

ეკონომიკის სამინიტროში გადაზიდვების შესახებ კანონზე მუშაობას ისევ აგრძელებენ. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, შევა თუ არა ცვლილება კანოპროექტის პირვანდელ ვერსიაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები