26 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 4 დღეში რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა - "ძალოვნებს შეუძლიათ პუტინი დაარწმუნონ, დაკეტოს საზღვარი, ვიდრე გვიანი არ არის"

რუსული ფსბ-ს ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, შაბათი საღამოს მონაცემებით, ქვეყანა 261 000-მა კაცმა დატოვა, ინფორმაციას, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, "ნოვაია გაზეტა ევროპა" ავრცელებს. 

წყაროს, რომლის ვინაობას გამოცემა არ ასაჯაროებს, ციფრის სიზუსტეზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ისეთი ატმოსფეროა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ პუტინის დარწმუნება, დაკეტოს საზღვარი, ვიდრე გვიანი არ არის".

ამავე წყაროს ცნობით, ძალოვნებისა და პრეზიდენტის შეხვედრა სექტემბრის მეორე ნახევარში არ ჩანიშნულა, მაშინ, როდესაც თვის დასაწყისში შეხვედრები კვირაში რამდენჯერმე იმართებოდა. 

დღის ამბები