03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
"საქართველოს ფოსტა" მომხმარებლის ინტერესებს არღვევს, - ირმა ნადირაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი. ირმა ნადირაშვილი ფიქრობს. რომ „საქართველოს ფოსტა" მომხმარებლის ინტერესებს არღვევს.

„კურიერში“ გიორგი გაბუნიასთან საუბრისას ნადირაშვილმა განაცხადა, რომ წერილები, რომელიც იგზავნება "საქართველოს ფოსტის" გავლით, არ არის სანდო და მას შეიძლება მესამე პირი გაეცნოს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა საუბრისას მაგალითიც მოიყვანა.

„შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ბატონი დავით ბაქრაძის წერილი, რომელიც საქართველოს ფოსტით იგზავნებოდა, გაიხსნა მისი სრული შინაარსი აიტვირთა ინტერნეტში და გავრცელდა ისე, რომ პატრონმა ამის შესახებ არაფერი იცოდა,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა „კურიერში“ საუბრისას. 

დღის ამბები