03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
სტუდენტებმა ავარო-კახეთის გზის მშენებლობა გააპროტესტეს

თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები ავარო-კახეთის გზის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ისინი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც ამ გზის მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან.

სტუდენტებმა პროტესტი 1 ნოემბერს ყვარლის რაიონის სოფელ საცხენეს მხრიდან მდებარე დაღესტანი-რუსეთის სასაზღვრო პუნქტთან გამართეს. მათ პერფორმანსი მოაწყვეს და აქციაზე სიმბოლურად ტანკები მიიტანეს. აქციის მონაწილეებმა იმ საფრთხეებზე ილაპარაკეს, რომელიც ავარო-კახეთის გზის მშენებლობას შეიძლება რუსეთის მხრიდან მოჰყვეს. სტუდენტებმა ამ გზასთან დაკავშირებით, რუსეთის საფრთხეებზე ფილმიც გადაიღეს.

ახალგაზრდების მიერ გამართული საპროტესტო აქცია ყვარელში მცხოვრებმა ავაროელებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, გზა აუცილებლად უნდა უნდა გაკეთდეს, რადგან რუსეთისგან საფრთხე არ არსებობს. 

შეგახსენებთ, რომ დაღესტნისა და კახეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტზე საუბარი რუსეთის ფედერაციაში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები