03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროექტის -„ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნულ პარკში“ ფარგლებში, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე მედიატური გაიმრთა.

დაცული ტერიტორიების სააგნეტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს ჯავახეთის დაცულ ტეირიტორიის განახლებული ინფრასტრუქტურა გააცნო.

პროექტი გერმანიის მთავრობის მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KFW მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის მიზანი ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში (პატარა ხანჩალი, ეფრემოვკა, ჟდანოვი, სამება, დადეში, სულდა, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, ბოზალი, კარწახი) ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

ტურის მიზანი კი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების, იქ არსებული ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციაა.   

დღის ამბები