03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
ტრაგედია უგმიროდ - “პოსტსკრიპტუმი“ ამალია ჯიბლაძის ისტორიას გიამბობთ

„ამალია ჯიბლაძეს მხოლოდ ერთი რამ არ აპატიეს - ნიჭი. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, - ამბობს „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტი თეა ადეიშვილი. სწორედ ის მუშაობს დღევანდელი გადაცემისთვის, რათა „ნიჭიერის“ მონაწილის ამალია ჯიბლაძის ისტორია გიამბოთ.

„ვინ არის რეალური ამალია, სად ცხოვრობს და როგორ ცხოვრობს“,  - ამის შესახებ დღეს პოსტსკრიპტუმში გაიგებთ. სიუჟეტის ავტორი ამალიას კლასელებს, მეგობრებს, მისი გარემოცვის წევრებს შეხვდა და ის ადგილები მოინახულა, სადაც ამალია ყოველდღიურ ცხოვრებას ატარებს. თავად ამალიასთან კონტაქტი გართულებულია. მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში მის მიერ ფონოგრამაზე სიმღერის შესახებ დაიწყო საუბარი და საზოგადოება მის წარსულზე ალაპარაკდა, ამალია საუბრისგან თავს იკავებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები