03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ციხისძირში ადიდებულმა მდინარემ მამაკაცი გაიტაცა

ქობულეთში ამ დრომდე ეძებენ 45-ი წლის მამაკაცს. შემთხვევა გუშინ სოფელ ციხისძირში მოხდა. ადიდებულმა მდინარე შუაღელემ მამაკაცი გაიტაცა.

დაკარგულის ძმა ამბობს, რომ ისინი საქონლის საძებნელად იყვნენ წასული და მისი ძმა მდინარეში გადამტხარ ძაღლს გადაჰყვა.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, თუმცა იმის გამო, რომ წყალი ადიდებულია  მდინარეში შესვლას ვერ ახერხებენ.

დღის ამბები