აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "არსიანი" 100 წლის გახდა. საუკუნოვანი ისტორია ანსამბლმა გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა. საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილი იყო ანსამბლის საცეკვაო სამოსი და ფოტოგამოფენა.
ღონისძიებაზე "არსიანის" განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ძველი და ახალი თაობის ქორეოგრაფები დააჯილდოვეს. ღონისძიებას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდა. აჭარის სახელმწიფო ანსამბლი 1921 წელს დაარსდა.