09 ოქტომბერი 2024,   18:16
ვრცლად
უკრაინის ანექსირებულ ნაწილში არჩევნები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსი სეპარატისტები არჩევნებს ატარებენ.

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მოსახლეობამ ე.წ. ლიდერები უნდა აირჩიონ. პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებს შეიარაღებული სეპარატისტები აკონტროლებენ.

კრიზისის გამო თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საარჩევნო კომისიებმა ქვედა ბარიერი არ განსაზღვრეს. საარჩევნო უბნები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის გარდა რუსეთის სამ ქალაქშიც გაიხსნა, სადაც უკრაინელი დევნილების ბანაკებია განლაგებული.

ოფიციალური კიევი ამ არჩევნებს არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ამავე პოზიციას იზიარებენ ვაშინგტონსა და ევროკავშირშიც. მიუხედავად ამისა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი დარწმუნებულია, რომ კიევი არჩევნების შედეგებს აღიარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები