03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
მასობრივი არეულობა საფრანგეთში

საპროტესტო აქციები საფრანგეთში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ტულუზასა და ნანტიში პოლიციის მხრიდან ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქციები ისევ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალეს.

BBC-ის ცნობით, ნანტიში პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქტივისტებმა კი პოლიციელებს ალმოდებული ბოთლები და ქვები დაუშინეს, არიან დაშავებულებიც.

ანალოგიური ვითარებაა ტუზულაშიც, სადაც შეტაკებები ოცამდე აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

აქციები პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საფრანგეთის ათამდე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ერთი კვირის წინ აქციის დაშლისას ცნობილი ეკოლოგი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, გარდაცვლილ რემი ფრესის პოლიციელის მიერ გასროლილი მანათობელი შაშხანა მოხვდა.

დღის ამბები