03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
ჯიჰადი, პანკისის ხეობა და საქართველო - სახიფათო კავშირები პოსტსკრიპტუმში

სირიასა და ერაყში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა პანკისის ხეობიდან უკვე 7 ახალგაზრდა შეიწირა. თუმცა საღვთო ომში საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მუსილმი მოქალაქეები მრავლად იბრძვიან.

ადგილობრივების შეფასებებით სირასა და ერაყში 50-მდე პანკისელი იბრძვის. დაზუსტება შეუძლებელია, რადგან, ლეგენდის თანახმად, ახალგაზრდები თურქეთში სამუშაოდ მიდიან. რეალურად კი მათი ერთი ნაწილი საბოლოოდ ჯიჰადს უერთდება.

პანკისელებს დღეს ყველაზე მეტად მათი ხეობის ტერორიზმთან გაიგივება აწუხებთ. გარედან ფინანსების, ან სხვა სახის დამხარებას უარყოფს ადგილობრივი იმამი, თუმცა ტერორიზმთან და საეჭვო ფონდებთან ხეობის უახლესი ისტორია მაინც იკვეთება - წლების განმავლობაში ხეობა ჩეჩენი, თუ არაბი საველე მეთაურების თავშესაფარი იყო. ამასთან, ამერიკული სანქციების შავ სიაში ალქაიდასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი საქველმოქმედო ფონდების - "ალბირ ალ დავალიას" და "ჯი-ერ-ეფის" სამოქმედო არეალად მსოლფიოს სხვადასხვა ქალაქებთან ერთად დუისიცაა მითითებული.

რას მოუტანს საქართველოს მისი მოქალაქეების საღვთო ომში ჩართვა წლები გამოაჩენს. ერთი კი ცხადია, დასავლურ-არაბული კოალიციის წყალობით საომარ მოქმედებები სირიასა და ერაყში გამწვავდება, რაც ქართველ მოჯაჰედებს კიდევ უფრო დიდი ხიფათს უქადის.

ამავე თემაზე
დღის ამბები