03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ძლიერმა წვიმებმა ბათუმის რამდენიმე უბანი სერიოზულად დააზარალა

ძლიერმა წვიმის გამო ბათუმის ქუჩები დაიტბორა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა თავდადებულის ქუჩის ე.წ.-ი ჭაობის მონაკვეთშია, სადაც მოძრაობა პარალიზებულია.

წყალია შესულია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე და განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.

ამ დრომდე ვერ ხერხდება წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყება. მიზეზი მოძველებული სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემაა.

სპეციალისტები წყლის დონის დაწევას ელოდებიან. რთული ვითარებაა მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩებზეც. თუმცა ამოტუმბვითი სამუშაოები აქ ინტენსიურად მიმდინარეობს.

გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა ე.წ. ოცნების ქალაქის მოსახლეობასაც.

ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. თავად ზღვაზე კი 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები