06 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტს მოუწოდებს, ჩაატაროს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის არჩევის პროცედურა

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტს მოუწოდებს ჩაატაროს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის არჩევის პროცედურა, რადგან გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკოს ორ წევრს უკვე გაუვიდა გახანგრძლივებული 6 თვიანი უფლებამოსილების ვადა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია, ცესკოს მაღალი ლეგიტიმაცია ქონდეს.

"მოვუწოდებ პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ ჩატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ გამოვიდეთ ამ კანონგარეშე ვითარებიდან  და მიმდინარე პროცესი პოზიტიურად წარიმართოს,"-აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის”, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეალურად დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულმა ნაბიჯმა პოლარიზაცია გამოიწვია. 

"ეს პროცესი იმიტომ ჭიანურდება, რომ არის თავსმოხვეული მოდელი, რომელიც მსოფლიოში თითქმის არსად არ მუშაობს და მხოლოდ საქართველოსთვის გამოიმეტეს, რომ თანამდებობის პირები 2/3 უნდა იყოს არჩეული -იწვევს სწორედ ასეთ კრიზისებს. ეს არის ის რეალობა, რომელი რეალობის წინაშეც ვითომ დეპოლარიზაციისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა რეალურად პოლარიზაციისკენ და ინსტიტუციების შეფერხებულად მუშაობისკენ,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები