03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
ჩოლოყაშვილის გამზირს ბერი გაბრიელის სახელი დაერქვა

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელი შეეცვალა და წმინდა ბერი გაბრიელის სახელი დაერქვა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კი საბურთალოზე, იპოდრომთან ერთ-ერთ გზატკეცილს დაერქვა.

ბერი გაბრიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბერი გაბრიელის გამზირზე დღეს სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით მსვლელობა გაიმართა. ასევე ისნის რაიონში, წულაძის ქუჩის 23 ნომერში წმინდა სალოსი ბერის სახელობის ტაძრის მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ადგილი მეუფე გრიგოლმა სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა და პარაკლისი გადაიხადა. კურთხევას თბილისის საკრებულოს თავჯდომარე და ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრო.

დღის ამბები