03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ოთარ დანელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს შეხვდა.

მინისტრმა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს მცირეგაბარიტიანი ტექნიკა - 40 მოტობლოკი და 65 ხელის სათესი გადასცა. შეხვედრას შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულიც ესწრებოდა. შესაბამისი პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს.

დღის ამბები