09 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თვითმფრინავი რამდენიმე საათით რადარებიდან გაუჩინარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა შტაინმაიერი სეულიდან ჯაკარტაში მიფრინავდა.

პილოტი იძულებული გახდა, რამდენჯერმე კუნძულ ბორნეოსთვის შემოეფრინა, რადგან ჭექალ-ქუხილის გამო, დაჯდომა უჭირდა. ფრენის ეს ცვლილება კი ჯაკარტის საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელმა სამსახურმა არ აღრიცხა. თვითმფრინავთან კონტაქტის აღდგენა მხოლოდ დაჯდომამდე 40-ი წუთით ადრე გახდა შესაძლებელი. შტაინმაიერის მოგზაურობა უსაფრთხოდ დასრულდა. 

დღის ამბები