03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ბერლინში ქართველმა ახალგაზრდებმა ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

ბერლინში საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი გააპროტესტეს - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს ჩვენმა ფეისბუქმომხმარებელმა და აქციის ორგანიზატორმა სულხან გველესიანმა აცნობა.

აქცია გერმანიის დედაქალაქში საქართველოს საელჩოსთან გუშინ პირველ ნოემბერს გაიმართა. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა ქალების მიმართ ძალადობასთან ერთად ამ პრობლემის მოგვარების საქმეში სახელმწიფოს პასიურობაც გააპროტესტეს.

 „ჩვენი აქციით ასევე გვინდა მოვუწოდოთ ყველა ახალგაზრდას, რომ პროტესტი არ შეჩერდეს, რადგან მხოლოდ სამოქალაქო აქტივობაა ის გზა, რომელიც მიგვიყვანს საბოლოოდ პრობლემის მოგვარებამდე“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

დღის ამბები