02 სექტემბერი 2026,   16:23
ვრცლად
პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დამატებით 40 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის

"გამარჯობა რუბის" წიგნებით პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დამატებით 40 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის.

კომუნიკაციების კომისია ფინურ წიგნებს სასწავლებლებს უსასყიდლოდ გადასცემს. სახელმძღვანელოები მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში სპეციალურად გადამზადდნენ პედაგოგებიც.

"ჩვენ 40-მდე მასწავლებელი გადავამზადეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 61 სკოლის მასწავლებელს და შესაბამისად მოსწავლეებს ექნებათ საშუალება „გამარჯობა რუბის“ წიგნებით გააგრძელონ სწავლა. ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს," - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის უფროსმა მაკა დახუნდარიძემ.

დღის ამბები