03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
ქეთი მელუამ ყურში ობობა აღმოაჩინა

ქეთი მელუამ საკუთარ ყურში მცხოვრები ობობა აღმოაჩინა. მომღერალს ერთი კვირის განმავლობაში ექავებოდა ყური, საიდანაც ექიმმა საბოლოოდ ცოცხალი არსება ამოიყვანა.

მომღერლის ვარაუდით, ობობა მის ყურში ყურსასმენიდან შეძვრა, რომელიც თვითმფრინავით ფრენისას ხმის ჩასახშობად გაიკეთა. მომღერლის თქმით, უცხო სხეული მას არ აწუხებდა, მხოლოდ დროდადრო ესმოდა ყურში ხმაური და ექიმთანაც ამიტომ მივიდა. საბოლოოდ, პატარა ობობა ქეთი მელუამ თავის ბაღში გაუშვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები