03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
"უამინდობა პანიკის საფუძველს არ იძლევა," - გიორგი კობერიძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უამინდობის გამო შექმნილი ვითარება პანიკის საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით მუნიციპალიტეტები ადგილზე არსებულ სიტუაციას უმკლავდებიან.

კობერიძე განმარტავს, რომ ცენტრალურ მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია. მისივე თქმით ერთადერთი გამონაკლისი  გოდერძის უღელტეხილია, სადაც ღამით დაახლოებით ნახევარი მეტრი თოვლი მოვიდა. 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნაქერალას მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ნახევარი საათით იყო  შეზღუდული რადგან სავალ ნაწილზე თოვლის საფარის გამო 2 ავტომობილი მოცურდა, მაგრამ მოძრაობა უმოკლეს ვადაში იქნა აღდგენილი.

გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ტრასპორტის გადაადგილების კუთხით გოდერძის უღელტეხილის გარდა შეზღუდვები ქვეყნის არცერთ მაგისტრალზე არ არსებობს. მისივე თქმით, საჭიროების  შემთხვევაში სამინისტრო საგზაო დეპარტამენტთან ერთად სრულ მზადყოფნაშია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები