02 ივნისი 2024,   18:13
ვრცლად
ლატვიაში, ტელეკომპანია "დოჟდი" 10 000 ევროთი დააჯარიმეს

ლატვიაში, ტელეკომპანია "დოჟდი" 10 000 ევროთი დააჯარიმეს. კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება ქვეყანაში მოქმედი, რუსული ტელეკომპანიის ეთერში ერთ-ერთი ჟურნალისტის განცხადებას, სადაც ოკუპირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად მოიხსენიებს, ხოლო რუსულ არმიას ”ჩვენი არმია” უწოდა.

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსული ჯარების დანაშაულის ფონზე, "აგრესორი რუსეთის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მიუღებელია".

ლატვიაში არ გამორიცხავენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში რუსულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს. შესაძლოა. კავშირი ჰქონდეთ რუსეთის სპეცსამსახურებთან. ქვეყანაში "დოჟდის" ლიცენზიის გაუქმებასაც ითხოვენ.

დღის ამბები