28 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ ქალაქ ციურიხში მოაწერეს.  

ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნათ ისახავს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, სათავგადასავლო და ზამთრის ტურიზმისა და დანიშნულების ადგილის მართვის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. ასევე განიხილეს მომსახურების სფეროს წარმომადგენელთათვის  საგანმანათლებლო სასწავლო ტრენინგების განხორციელების პერსპექტივები შვეიცარიის კონფედერაციაში, რაც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალთათვის საუკეთესო ევროპული ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თემატური შეხვედრები გამართვა შვეიცარიის კონფედერაციის ტურიზმისა და მასპინძლობის, აგრეთვე ჯანდაცვისა და განათლების სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდა შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე და საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე. 

დღის ამბები