03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
გააგრძელებს თუ არა ამალია ჯიბლაძე „ნიჭიერში“ მონაწილეობას? - ყველაფერი კონკურსანტის შესახებ

ქართული ინტერნეტი მის გამო ფაქტობრივად აფეთქდა. ნიჭიერის პირველ აღმოჩენასა და პირველ სკანდალს კი რთული ცხოვრება ჰქონდა. „ნიჭიერი“ ამალია ჯიბლაძისათვის მეორე შანსია, თუმცა ატეხილმა მითქმა-მოთქმამ, უსაფუძვლო ბრალდებებმა ის ისეთ სტრესში ჩააგდო, რომ ტელეკამერებთან ურთიერთობა არ სურს და შესაძლოა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვას. 

„პოსტსსკრიპტუმის“ ჟურნალისტს თავიდან შეხვედრაზე შეუთანხმდა, თუმცა რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე არ შედგა. საყოველთაო აღიარებას „ნიჭიერის“ ეთერში გასვლის შემდეგ დაეწია დაუსრულებელი ბრალდებები. ამალიას ფონოგრამაზე სიმღერა დასწამეს, რაც ”ნიჭიერის” გმირმაც და „რუსთავი 2-მაც“ პირად შეურაცხყოფად მიიღო. ორმაგმა ემოციურმა სტრესმა თავისი ქნა და ყველასთან კონტაქტზე უარს ამბობს. ფსიქოლოგის რჩევით, ახლა ის იზოლირებულია პრესისგან, ინტერნეტისგან, ზედმეტი ემოციისგან.

პროექტ „ნიჭიერის“ პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, ცილისწამებისთვის სასამართლოშიც იჩივლებს და დაამტკიცებს, რომ ამალია ჯიბლაძეს ფონოგრამაზე არ უმღერია, ეს „რუსთავი 2-ის“ ყველა მსგავსი პროექტის მკაცრი წესი და არხის პრესტიჟის საქმეა. ამალიას პირად ცხოვრებაზე დაუსრულებელ კითხვებს და მასზე პასუხებს არასერიოზულად მიიჩნევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები