27 იანვარი 2023,   09:48
ვრცლად
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

სინოპტიკოსების ცნობით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უწყების ინფორმაციითვე, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1 , ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

დღის ამბები