26 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას იცავს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას იცავს. კანონს მხარი 258-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 169 კი წინააღმდეგი წავიდა. კანონის ამოქმედებისთვის მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

ახალი კანონი ფედერალურ მთავრობას და შტატებს საშუალებას მისცემს, აღიაროს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, თუ ის გაფორმდა ისეთ შტატში, სადაც მსგავსი ქორწინება ლეგალურია.

"საკანონმდებლო ინიციატივა კონგრესის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ უზენაესმა სასამართლომ, სადაც უმრავლესობაში კონსერვატორი მოსამართლეები არიან, შესაძლოა გადახედოს 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთნაირ სქესიან წყვილთა ქორწინების კანონიერებას გულისხმობს," - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

"თითოეული ჩვენგანი იცნობს ვინმეს, ჰყავს ნათესავი ან არის კონკრეტულად ის ადამიანი, ვინც ისარგებლებს ამ კანონპროექტით. ამიტომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ნამდვილად შეცვლის ბევრი ამერიკელი ოჯახის ცხოვრებას," - აცხადებს სენატორი სუზან კოლინზი.

დღის ამბები