03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
მახინჯაურის გვირაბთან ჩამოწოლილმა მთის მასამ მოძრაობა გადაკეტა

მახინჯაურის გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად მთის ნაწილი ჩამოიშალა. მახინჯაურის გვირაბთან ჩამოწოლილმა მთის მასამ მოძრაობა გადაკეტა. ამ წუთებში ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს. 

მომხდარის შედეგად არავინ არ დაზარალებულა. სპეციალისტები გზის გახსნას დაახლოებით ერთ საათში ვარაუდობენ, მანამდე კი მოძრაობა ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით და პირიქით შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. 

 

 

დღის ამბები