03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
სტიქიამ აჭარასა და ოზურგეთში ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის დიდ ნაწილსა და ოზურგეთში ელექტროენერგიის გარეშე 3 ათას 500-მდე აბონენტია დარჩენილი. თავდაპირველად 5 ათასამდე ოჯახი გაითიშა, თუმცა „ენერგოპრო ჯორჯია“ შეფერხების აღმოსაფხვრელად მუშაობას ამ წუთებშიც განაგრძობს.

წყალდიდობამ ოზურგეთში ერთ-ერთი ქვესადგური დააზიანა, და ელექტრობოძი წააქცია.

ხვალ დილიდან ერთკილომეტრიანი ელექტროენერგიის გადამცემი ალტერნატიული გზის გაყვანა დაიწყება, რის შემდეგაც ოზურგეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მოხერხდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები