03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება

საქართველოში დღეიდან ტემპერატურა დაეცემა. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები წვიმას და ძლიერ ქარს ელოდებიან.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალმთიან რაიონებში მოთოვს და თერმომეტრებზე ნიშნული მინუს 9 გრადუსამდე დაეცემა. რეგიონების მსგავსად, უამინდობა იქნება დედაქალაქშიც.

თბილისში სინოპტიკოსები წვიმას და ქარს ვარაუდობენ, ჰაერი კი მხოლოდ 8 გრადუსამდე გათბება. მეტეოროლოგების პროგნოზით, საქართველოში ტემპერატურის კიდევ უფრო კლება 4 და 5 ნოემბერსაა მოსალოდნელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები