03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
ალასანიას მოადგილე პროკურატურაშია დაბარებული

თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დღეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან. ალექსანდრე ბატიაშვილი საგამოძიებო უწყებაში 14 საათზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული. გამოძიებას ირაკლი ალასანიას მოადგილესთან თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით აქვს კითხვები. უწყების ცნობით, სწორედ ბატიაშვილმა მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, რომლიც თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია ”სილქნეტს” შორის გაფორმდა. შეგახსენებთ, შესყიდვების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი, საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 28 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულებს გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება. საქალაქო სასამართლომ ხუთივე მათგანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები