კამათი ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის ფოტოებიანი მაისურებით მივიდნენ.
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი საპასუხოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაპატიმრებული პირების ფოტოები აჩვენეს.
სხდომა, რომელზეც ოზურგეთის 2023 წლის ბიუჯეტი უნდა დაემტკიცებინათ, ჯერჯერობით ვერ გრძელდება.