18 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

სხვადასხვა დროს ის ასევე ხელმძღვანელობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. ამავდროულად, არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ღია კონკურსის წესით შეირჩა.

"ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ისეთ სტრატეგიულ უწყებას, როგორიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და უახლოეს პერიოდში გავაცნობთ როგორც სექტორს, ასევე საზოგადოებას," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს მაია ომიაძე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

"საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დღეიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ასეთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული უწყების ხელმძღვანელობას. ტურიზმის ინდუსტრია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია, რომელსაც ძალიან ბევრი გამოწვევა, მაგრამ მათ შორის ბევრი მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობა აქვს," - აცხადებს მარიამ ქვრვივიშვილი.

დღის ამბები