03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
აჭარაში უამინდობას ებრძვიან

აჭარაში ისევ უამინდობაა. რეგიონის მაღალმთიან რაიონებში დიდთოვლობაა. ხულოში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია. მძიმე ტექნიკაა მობილიზებული დაბა ხულოში, სადაც იწმინდება სოფლების დამაკავშირებელი გზები.

თოვლმა და ქარბუქმა პრობლემები შექმნა გოდერძის უღელტეხილზეც. სპეციალისტების ვარაუდით, დაახლოებით, 2 ათასი კუბური მეტრი მასა ჩამოწვა. ამ მონაკვეთზე მანქანების გადაადგილება აკრძალულია. ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზა კი გვირაბთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან გვიან ღამით გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა, თუმცა გადაადგილება მანამდე მძღოლები შემოვლითი საავტომობილო გზით სარგებლოდნენ.

"მთლიანად აჭარაში ყველა საჭირო სამსახური მობილიზებულია, მუშაობს საგანგებო შტაბი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობა," - განმარტა აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა რუსლან ქორიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები