03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
საქართველოს მასშტაბით, გზებზე მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს მასშტაბით ყველა ცენტრალურ მაგისტრალსა და უღელტეხილზე ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია. გამონაკლისია გოდერძის უხელტეხილი, თუმცა ამ მონაკვეთზე არც ერთი მანქანა არ არის ჩარჩენილი.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს, ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება და მისი ოდენობა უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ყველა შესაბამისი უწყება საგანგებო რეჟიმზეა გადასული, მობილიზებულია ტექნიკაც.

"საქართველოს მასშტაბით გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, გარდა გოდერძის უხელტეხილისა, სადაც, დაახლოებით, ნახევარ მეტრამდე თოვლი მოვიდა. ტრანსპორტი ჩარჩენილი არ არის, უბრალოდ, მოძრაობა არის შეზღუდული. მუნიციპალიტეტებში საპანიკო ვითარება არ არის. სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია და შესაბამის სამსახურებთან ერთად მზადაა თითოეულ რეგიონში ჩავიდეს და ჩაატაროს გაწმენდითი სამუშოები," - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ.

დღის ამბები