03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა

სტიქიის შედეგად, დასავლეთ საქართველოში 3500 აბონენტი უშუქოდაა დარჩენილი. ელექტროგადამცემი ქსელი, ძირითადად, ზემო აჭარაში, ქობულეთსა და გურიაში დაზიანდა.

როგორც პროვაიდერ კომპანია "ენერგოპროჯორჯიაში" აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშოები გრძელდება და დღის განმავლობაში აბონენტებს ელექტროენერგიას ეტაპობრივად მიაწვდიან.

უშუქობა, წყალდიდობის შედეგად, ოზურგეთში ქვესადგურის დააზიანამ გამოიწვია. წყალმა ელექტროგადამცემი ბოძი წაიღო, რის გამოც 5 ათასი აბონენტი ქსელიდან გაითიშა, თუმცა ნაწილს მოგვიანებით აღუდგა დენის მიწოდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები