26 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
მკვლელობა მესტიაში - დაღუპულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი

მესტიის სოფელ ეწერში მკვლელობა მოხდა. დაჭრილია ერთი ადამიანი, გარდაცვლილია ორი. 

დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა. შემთხვევა, რომელიც ტრაგედუიით დასრულდა, სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. დაჭრილია ერთ-ერთი მოკლულის ძმაც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

 

დღის ამბები