03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
მერიის თანამშრომელთა ტესტირების შედეგებს ხუთი მონაწილე ასაჩივრებს

გამოცდების ეროვნულ ცენტრში მერიის თანამშრომელთა ატესტაციის პირველი ეტაპის შემდეგ ამ დროისათვის ხუთი საჩივარია შესული. ტესტირების შედეგების გასაჩივრების ვადა დღეს სრულდება. ხვალიდან განხილვები სააპელაციო სასამართლოში დაიწყება. საბოლოო შედეგები სამ დღეში იქნება ცნობილი.

მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნება ტესტირების მეორე ეტაპი - გასაუბრება.

საერთო მონაცემებით, პირველ ტურში 485-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა, მათგან მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 290-მა, რაც მონაწილეთა 60 პროცენტია.

ამავე თემაზე
დღის ამბები