09 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ამერიკელმა აკრობატმა 150 მეტრის სიმაღლეზე გაჭიმულ თოკზე თვალახვეულმა გაიარა

ამერიკელი აკრობატის მორიგი რეკორდი. 35 წლის ნიკ ვალენდამ ჩიკაგოში ცათამბჯენებს შორის გაჭიმულ თოკზე, დამცავი აღჭურვილობის გარეშე, თვალახვეულმა გაიარა. რეკორდი 150 მეტრის სიმაღლეზე დამყარდა. ილეთის შესრულებას სპორტსმენმა 1 წუთი და 17 წამი მოანდომა.

პროცესს ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. სახიფათო ილეთების შესრულების გამო ვალენდას გვარი გინესის რეკორდების წიგნში უკვე 6-ჯერ ჩაიწერა.

დღის ამბები