03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 20 მილიონით ლარით იზრდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზარდა - ამის შესახებ ცნობილი გახდა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ, სადაც ფინანსთა მინისტრმა კოლეგებს 2015 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პარამეტრები კონკრეტული მიმართულების მიხედვით გააცნო.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, გაზრდილი დაფინანსება საშუალებას მისცემს სამინისტროს უფრო ეფექტურად წარმართოს დევნილთა ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარების პროცესი. დევნილთა სამინისტრო საერთაშორისო დახმარებებსაც ელოდება.

„მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება 70 მილიონი, ანუ 20 მილიონით იზრდება წლევანდელთან შედარებით და ამას დაემატება უკვე გარკვეული გრანტები და დახმარებები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რაც სერიოზულად გაზრდის შესაძლებლობებს, რომ დევნილთა მოთხოვნილებები ბინებთან დაკავშირებით, ყველაზე მწვავე მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ,“ - განაცხადა სუბარმა.

დღის ამბები