03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
"ე.წ. ოდეერები მერიაში, კანცელარიასა და გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც მუშაობენ"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ე.წ "ოდეერების" შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში ამჯერად დედაქალაქის მერია, კანცელარია და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოხვდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილ თანამშრომლებს (ე.წ "ოდეერებს" - (ОДР) офицер действующего резерва) შორის ერთ-ერთი გიორგი გამსახუდიაა, რომელიც ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობს. პარალელურად, გამსახურდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, „ოდეერია" არჩილ ბებიაშვილიც, რომელიც ამ ეტაპზე ახლად არჩეული მერის დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს. ის, პარალელურად, შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით, კიდევ ერთი „ოდეერია“ პაატა ჯაჭვაძე, რომელიც საქართველოს კანცელარიის უფროსის მრჩეველია უშიშროების საკითხებში. პარალელურად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტსაც იკავებს.

დღის ამბები