03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
დიდთოვლობა და მეწყერი ქედაში - ფოტორეპორტაჟი

ამ დრომდე გადაუღებლად თოვს აჭარის მაღალმთიან რაიონებში. ქედაში უხვი ნალექის გამო, გარე სამყაროს მოწყვეტილია 2 სოფელი. შეზღუდვებით ხდება გადაადგილება კიდევ 6 სოფელში. 

გარე სამყაროს მოწყვეტილ ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას სპეციალისტები უკვე რამდენიმე საათია ცდილობენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სოფლებთან სხვა დამაკავშირებელი გზა არ არსებობს.

სტიქიამ სულ ქედაში 8 სოფელი დააზარალა. სტიქიის ზონიდან ჩამოწოლილი მეწყრის გამო კი 2 ოჯახი გაიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები