09 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
ბოსფორის სრუტეში ჩაძირულ გემზე მყოფი 24 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლის სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ბოსფორის სრუტეში ემიგრანტების ნავი ჩაიძირა. ბოლო მონაცემით, დაიღუპა 24 ადამიანი. 7 ემიგრანტი გადაარჩინეს. 9-ს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სავარაუდოდ, ნავში ავღანელი არალეგალები იმყოფებოდნენ, რომლებიც თურქეთის გავლით, რუმინეთში გადასვლას ცდილობდნენ. ნავის ჩაძირვის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თურქული მედია წერს, რომ ბოსფორის სრუტეში არალეგალების ნავი პირველად მოხვდა.

დღის ამბები