09 ოქტომბერი 2024,   18:16
ვრცლად
ბარაკ ობამას თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამას თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფილადელფიიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა. ტექნიკური გაუმართაობის გამო, ბარაკ ობამა იძულებული გახდა, სათადარიგო თვითმფრინავით ესარგებლა.

თეთრი სახლის ცნობით, ინციდენტის გამო პრეზიდენტის დღის წესრიგში ცვლილებები არ შეუტანიათ. ხვალ შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდება.

დღის ამბები