03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ჩოლოყაშვილის გამზირს სახელი ბერი გაბრიელის დის თხოვნის საფუძველზე შეეცვალა - საკრებულო

თბილისის საკრებულო ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირისთვის ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ განმარტებას აკეთებს.

როგორც საკრებულოში განმარტავენ, გადაწყვეტილება შესაბამისმა კომიტეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკრებულოს ბერი გაბრიელის დამ აღნიშნული თხოვნით მიმართა.

საკრებულოში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში ბერი გაბრიელის დის თხოვნასთან ერთად წარმოდგენილი იყო 3 ათასი ადამიანის ხელმოწერაც. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამავე ქუჩაზე უახლოეს პერიოდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ტაძრის მშენებლობაც დაიწყება.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის ქაქუჩა ჩოლოყაშვილის სახელი კი საბურთალოზე იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ გზატკეცილს ეწოდა. საკრებულოში აცხადებენ, რომ ეროვნული გმირის სახელის საპატივცემოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სკვერი და მოედანი გაიხსნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები