28 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ნიუ-იორკში გერმანელ, იტალიელ, უნგრელ და სლოვენიელ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში გრძელდება. ილია დარჩიაშვილი გერმანელ, იტალიელ, უნგრელ და სლოვენიელ კოლეგებს შეხვდა.

მათთან საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ მხრივ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას. 
 
დიპლომატებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას და მხარდაჭერა გამოხატეს ქვეყნის მიმართ.
დღის ამბები