17 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ორივე დაკავებული საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ხელმძღვანელია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვაში იყვნენ ჩართული და მათ უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენა-მიწოდებაში დახმარება შესთავაზეს, რა დროსაც გამოიყენეს ყალბი დოკუმენტები.

უცხოურ კომპანიებზე მიყენებული ზიანი ჯამში ოთხ მილიონ ლარს აღემატება. 

დღის ამბები